საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო 220 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
საფრანგეთის ხელისუფლებამ ბორდოს მახლობლად მდებარე გარეუბნებიდან 60 000 ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ჟირონდასა და ლანდის დეპარტამენტებიდან დაახლოებით 200 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დასახმარებლად სამხედრო ძალების მობილიზება მოახდინა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნესის ცნობით, ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დაახლოებით 50 მეხანძრე დაშავდა.
ტყის ხანძარს ებრძვიან ესპანეთის დედაქალაქის, მადრიდის მახლობლადაც.
ესპანეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც 25 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო 40 000 ადამიანს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს.




