საფრანგეთმა, მოსკოვში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განგაშის დონე აწია

საფრანგეთმა რუსეთში, საკონცერტო დარბაზში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა, – ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში მოიწვია.
„იმის გათვალისწინებით, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და ასევე ჩვენს ქვეყანაში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ავწიოთ „ვიგიპირატი“ (ეროვნული უსაფრთხოების განგაშის სისტემა) უმაღლეს დონეზე : გადაუდებელი თავდასხმა“, – წერს საფრანგეთის პრემიერი.
საფრანგეთის განგაშის სისტემას სამი დონე აქვს. „გადაუდებელი თავდასხმის“ დონე აქტიურდება საფრანგეთში ან მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული თავდასხმის ფონზე, ან როდესაც თავდასხმის საფრთხე გარდაუვალია.
შეგახსენებთ, 22 მარტს, რუსეთში, მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 137 და დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ