ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთმა ისრაელსა და ლიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გეგმა წარადგინა

საფრანგეთმა ბეირუთს წარუდგინა წერილობითი წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელთან საომარი მოქმედებების დასრულებას და ლიბან-ისრაელის სადავო საზღვრის საკითხზე შეთანხმების მიღწევას.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს „ჰეზბოლას“ მებრძოლების გაყვანას საზღვრიდან 10 კილომეტრის რადიუსიდან.
სამეტაპიანი გეგმა ითვალისწინებს დეესკალაციის 10-დღიან პროცესს, რომელიც სასაზღვრო მოლაპარაკებებით დასრულდება.
ერთ-ერთმა ფრანგულმა დიპლომატიური წყარომ განაცხადა, რომ წინადადება წარედგინა ისრაელის, ლიბანისა და ჰეზბოლას მთავრობებს.
გეგმის მიზანია შეწყდეს ბრძოლა საზღვარზე ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის, რომელიც ღაზის ომის პარალელურად მიმდინარეობს და აძლიერებს შეშფოთებას ფართო, ყოვლისმომცველი დაპირისპირების დაწყების შესახებ.
საფრანგეთს ლიბანთან ისტორიული კავშირები აქვს. ქვეყანაში მისი 20 000 მოქალაქე ცხოვრობს და გაერო-ს სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში დაახლოებით, 800 ფრანგი ჯარისკაცი იმყოფება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.