საფრანგეთი უკრაინას ძველ ჯავშანმანქანებს და ახალ რაკეტებს მიაწვდის

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთი ასეულობით ძველ ჯავშანმანქანას და ახალ „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის რაკეტებს მიაწვდის კიევს.
ამის შესახებ La Tribune Dimanche-ისთვის 31 მარტს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა სებასტიენ ლეკორნიუმ.
ფრანგი მინისტრის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, მას სთხოვა მოემზადებინა დახმარების პაკეტი, რომელიც შეიცავს საფრანგეთის ძველ, მაგრამ მოქმედ აღჭურვილობას.
უკრაინა დასავლეთის ქვეყნებისგან ითხოვს სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას, რათა რუსეთის მზარდ იერიშებს გაუმკლავდეს. მისი მთავარი დამხმარე ქვეყნები აშშ და გერმანია არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ