არქივი26 მარტი, 2025, 23:35
საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას 2 მილიარდი ევროს (2,15 მილიარდი აშშ დოლარი) მოცულობის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
"დღეს შემიძლია გამოვაცხადო 2 მილიარდი ევროს დამატებითი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის“, - განაცხადა მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზში.
მაკრონმა დასძინა, რომ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები არის ახალი სამხედრო დახმარების ნაწილი, რომელიც კიევს მიეწოდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.