ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას… ეს მიუღებელია” – საფრანგეთი

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს.
“საფრანგეთი, ისევე როგორც EU, შეშფოთებულია პარლამენტის მიერ 17 აპრილს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის, “გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,” გამო. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია EU. ამ უკანასკნელის მიმართ ჩარევის ბრალდებები მიუღებელია. საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება გაამახვილოს ყველა იმ ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ღრმა მიჯაჭვულობა. საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ამ მომთხოვნ გზაზე,” – წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.