არქივი9 ივნისი 2025, 22:11
საფრანგეთი მასკის სოციალური ქსელის X-ის პორნო პლატფორმად აღიარებას ითხოვს - Politico

Politico-ს ცნობით, საფრანგეთის მთავრობა განიხილავს ილონ მასკის X-ის (Twitter) ოფიციალურად აღიარებას პორნოგრაფიული შინაარსის პლატფორმად.
ეს ნიშნავს, რომ სოციალურ ქსელს, ისევე როგორც საფრანგეთში არსებულ ყველა პორნო საიტს, მომხმარებლებისთვის ასაკის მკაცრი დადასტურების განხორციელება მოუწევს.
„X-ი 2024 წლიდან ნებას რთავს საზოგადოებას პორნოგრაფიული შინაარსის გავრცელებას. შესაბამისად, ის პორნო საიტად უნდა იქნეს კლასიფიცირებული“, - აღნიშნა საფრანგეთის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის, კლარა ჩაპასის ოფისმა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.