არქივი24 ოქტომბერი, 2024, 15:22
საფრანგეთი ლიბანის დასახმარებლად 100 მილიონ ევროს გამოყოფს

საფრანგეთი ლიბანის დასახმარებლად 100 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით გამართული საერთაშორისო კონფერენციის მიზანი ლიბანისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 400 მილიონზე მეტი ევროს შეგროვებაა.
„ლიბანის მოსახლეობას დიდი რაოდენობით დახმარება ესაჭიროება, როგორც ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ასევე მათი მასპინძელი თემებისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.