არქივი25 ივნისი, 2025, 14:38
საფრანგეთი გმობს “ოცნების” ავტორიტარულ გადახვევას – ჰადადი

მიუღებელია ოპოზიციის რეპრესიები – საფრანგეთი გმობს “ქართული ოცნების” ავტორიტარულ გადახვევას – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ ქსელში წერს.
“ოპოზიციის რეპრესიები საქართველოში, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის დაპატიმრებითა და გასამართლებით, მიუღებელია. საფრანგეთი გმობს ქართული ოცნების ავტორიტარულ გადახვევას, 2024 წლის არც თავისუფალი, არც სამართლიანი არჩევნების შემდეგ”- აღნიშნულია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.