საფრანგეთის შს სამინისტროს მონაცემებით, არჩევნებში „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა ვერ მოიპოვა, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ კი მესამე ადგილზეა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიციამ, “ახალმა სახალხო ფრონტმა” გაიმარჯვა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, “ახალმა სახალხო ფრონტმა” ეროვნულ ასამბლეაში 182 მანდატი მოიპოვა.
უწყების ცნობით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია „ერთად“ მეორე ადგილზე გავიდა 168 მანდატით. მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ კი მესამე ადგილზე, 143 მანდატით. ამაასთან, „რესპუბლიკელებმა“ 45 მანდატი მოიპოვეს, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა ერთად 39 მანდატი მიიღეს.
ამასთან, ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობის, 289 მანდატის მოპოვება ვერცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ვერ შეძლო.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს