ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის შს მინისტრი - წლის დასაწყისიდან დღემდე ტერაქტის სამი მცდელობა აღვკვეთეთ

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, ტერაქტის სამი მცდელობა აღვკვეთეთ, - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ სამ ცალკეულ საქმესთან დაკავშირებით ხუთი ადამიანი დავაკავეთ და პროკურორი გადაწყვეტს, იყვნენ თუ არა ისინი ტერორისტები, კერძოდ, 13, 14 და 15 წლის ახალგაზრდები“, - განაცხადა ჟერალდ დარმანენმა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 5 მარტს მამაკაცი დააკავეს, რომელიც პარიზში ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა.
„თავდასხმა შეიძლება ყოველთვის მოხდეს, მაგრამ საფრანგეთს უზარმაზარი რესურსები აქვს“, - აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.