არქივი27 ივლისი, 2024, 16:26
საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, როლან დიუმა 101 წლის ასაკში გარდაიცვალა
საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, როლან დიუმა 101 წლის ასაკში, 2024 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა.
4 ივლისს, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
საფრანგეთის 21-ე პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის დიდი ხნის რწმუნებული, როლან დიუმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას ორგზის ვადით, 1984-1986 და 1988-1993 წლებში იკავებდა.
1995-2000-იან წლებში, დიუმა საფრანგეთის კონსტიტუციური საკონსულოს პრეზიდენტი იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.