ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის სასამართლომ მხარი დაუჭირა საერთაშორისო დანაშაულის ბრალდებით ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერის გაცემას

პარიზის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა დაპატიმრების ორდერს სირიის ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის მიმართ 2013 წლის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, კერძოდ, ქიმიურ თავდასხმებში თანამონაწილეობის ბრალდებით.
პარიზის სასამართლომ დაადგინა, რომ ასადის დაპატიმრება შესაძლებელია 2013 წლის აგვისტოში სირიაში ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმისთვის, რომლის დროსაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ასადის გარდა, საფრანგეთმა გასცა დაპატიმრების ორდერი მისი ძმის, სირიის არმიის დივიზიის მეთაურის, მაჰერის და ორი გენერლის, ჰასან აბასისა და ბასამ ალ-ჰასანის მიმართ.
როგორც მედია წერს, საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხო სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.