არქივი27 ივნისი, 2024, 13:12
საფრანგეთის საელჩო: ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის
ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის! - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
საელჩო საქართველოს ნაკრებს მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას ულოცავს.
„ბრავო! ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს არაჩვეულებრივ თამაშს ევრო 2024-ზე და მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას!
ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება ქართველი მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის.
ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის!“,- აღნიშნავენ საელჩოში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.