ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის საგარეო უწყებამ, ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობის გამო, ირანელი დიპლომატი დაიბარა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების სავარაუდო გადაცემის გამო, უწყებაში დაიბარა, - ინფორმაციას Reuters-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ რუსეთმა ირანისგან ბალისტიკური რაკეტები მიიღო მათ უკრაინაში მიმდინარე ომში, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გამოიყენებს.
ირანი უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.