საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას სტუმრობს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე ში ჩავიდა. როგორც მისმა უკრაინელმა კოლეგამ, მ განაცხადა სტეფან სეჟურნესთან ერთობლივ ბრიფინგზე, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის ცის დასაცავად სისტემებისა და რაკეტების, ასევე დრონების შემდგომი მიწოდების საკითხი.
თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად საფრანგეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ თავდაცვისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
„უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ სფეროში, რათა მათ შორის ურთიერთქმედების სამართლებრივი და ფინანსური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს და შევძლოთ, მეტი იარაღი ვაწარმოოთ“, – აღნიშნა კულებამ.
ორმხრივი მოლაპარაკების საკითხებს შორის იყო უკრაინის სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ. „ შევთანხმდით, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს არა მხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ ამ გზაზე კონკრეტული ვადების დაცვას“, – ხაზგასმით აღნიშნა კულებამ. კულებასა და სეჟურნეს შორის განხილულ საკითხებს შორის იყო ს გაყინული აქტივების და რუსული აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხებიც. დაგეგმილია სტეფან სეჟურნეს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ სთანაც.

ასევე დაგაინტერესებთ

კონგრესმენები კობახიძეს – მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი – წინააღმდეგ შემთხვევაში, შევუერთდებით კოლეგებს და წავახალისებთ მოწოდებას სავიზო რეჟიმის გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებზე

შალვა პაპუაშვილი – ვითხოვთ ნატო-ს წევრობას და უარს ვიღებთ, ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და უარს ვიღებთ – ბურთი დასავლელი კოლეგების მხარესაა – იმის თქმა, რომ მოლაპარაკებებისთვის საკმარისს არ ვაკეთებთ, სწორი არაა