ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - როდესაც ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, არ შეგვიძლია იმავდროულად მეომარ მხარეებს იარაღი მივაწოდოთ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - როდესაც ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, არ შეგვიძლია იმავდროულად მეომარ მხარეებს იარაღი მივაწოდოთ

ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძალის გამოყენებამ გზა უნდა დაუთმოს დიალოგისა და დიპლომატიის გამოყენებას, - The Times of Israel-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამიტომ საფრანგეთი, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები, მოუწოდებს ღაზას, ისევე როგორც ლიბანს, ცეცხლის შეწყვეტისკენ და როდესაც ჩვენ მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ, არ შეგვიძლია იმავდროულად მივაწოდოთ თავდასხმითი იარაღი მეომარ მხარეებს. ეს არის თანმიმდევრულობის საკითხი“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის ღაზას სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ღაზას სექტორში თითქმის ერთწლიანი ომი “პოლიტიკურ მოგვარებას” საჭიროებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონის ამ განცხადება სამარცხვინო უწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.