საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპის განცხადებაზე – ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი – ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ

ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს, – ასე ეხმაურება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას.
„რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: „არა“.
„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!