საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მარკო რუბიო გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას გამორიცხავს

მარკო რუბიო გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას გამორიცხავს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
„გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ვესაუბრე. მან დაადასტურა, რომ აშშ-ს ეს მიდგომა არ აურჩევია. სახელმწიფო მდივანმა გრენლანდიაზე აშშ-ის შეჭრის შესაძლებლობა გამორიცხა“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
ასევე, ბაროს ცნობით, საფრანგეთი მოკავშირეებთან ერთად საპასუხო სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, იმ შემთხვევაში, თუ აშშ გრენლანდიაზე კონტროლს მოიპოვებს.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განიხილავს.
„გვსურს, რომ ვიმოქმედოთ, მაგრამ ეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?