საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავებაზე – საფრანგეთი საერთაშორისო მართლმსაჯულების ერთგულია, მაგრამ ზოგიერთი ლიდერის იმუნიტეტის საკითხს რომის სტატუტი განიხილავს

საფრანგეთი საერთაშორისო მართლმსაჯულების ერთგულია, მაგრამ ზოგიერთი ლიდერის იმუნიტეტის საკითხს რომის სტატუტი განიხილავს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
კითხვაზე, დააკავებენ თუ არა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, თუ ის საფრანგეთში ჩავა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ უპასუხა, რომ საფრანგეთი საერთაშორისო მართლმსაჯულების ერთგულია.
„საფრანგეთი საერთაშორისო სამართალს გამოიყენებს, მაგრამ სასამართლოს სტატუტი ზოგიერთი ლიდერის იმუნიტეტის საკითხს განიხილავს. საბოლოოდ, გადაწყვეტილება სასამართლო ორგანოებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასული კვირის ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრებების ორდერი გასცა ომისა და კაცობრიობის წინაშე მათ მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულები არიან სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი აღასრულონ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან