ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი მთავრობა წარადგინა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი მთავრობა წარადგინა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი მთავრობა წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთის მეოთხე მთავრობა წარადგინა.
საფრანგეთის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო იქნება, თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ, ხოლო ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ერიკ ლომბარდი დაიკავებს.
ცნობისთვის, 73 წლის ფრანსუა ბაირუ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გასულ კვირას, მას შემდეგ დანიშნა, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში მის წინამორბედს, მიშელ ბარნიეს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.