არქივი26 ნოემბერი, 2025, 09:39
საფრანგეთის პოლიციამ ლუვრის ძარცვაში მონაწილე კიდევ ოთხი პირი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ლუვრის ძარცვაში მონაწილე კიდევ ოთხი პირი დააკავა. Le Parisien-ის ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი რელიკვიების ქურდობაში უშუალოდ მონაწილეობდა. ის ერთთვიანი თვალთვალის შემდეგ აიყვანეს, პროკურატურა მას შეთქმულებასა და ძარცვაში ადანაშაულებს.
საქმეზე კიდევ სამ დაკავებულს შორისაა ორი ქალი და ერთი მამაკაცი. ისინი 31-დან 40 წლამდე ასაკის არიან.
ამ დრომდე უცნობია, სად გაქრა საიმპერატორო კოლექციიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების 8 ექსპონატი, რომელიც ლუვრის აპოლოს გალერეიდან 19 ოქტომბერს მოიპარეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.