საფრანგეთის ელჩი – ვიმედოვნებ, რომ მთავრობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვის ერთად იმუშავებს

ვიმედოვნებ, რომ მთავრობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვის ერთად იმუშავებს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.
„როგორც საქართველოში ყველამ იცის, ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად კარი გაუღო. მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო, რომლის ადგილიც ევროპულ ოჯახშია, შეძლებს წლის ბოლოს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. მე არ მაქვს მოლოდინები, მე მაქვს იმედი და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ ამ მნიშვნელოვანი მიზნისთვის იმუშაოს, რადგან ეს გრძელვადიანი მიზანია და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალების გაერთიანებას საჭიროებს. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოება გააორმაგებენ თავიან ძალისხმევას, რომ იმუშაონ ერთად, კონსტრუქციულად და ინკლუზიურად, საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვის“, – განაცხადა შერაზ გასრიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ