არქივი14 ივნისი, 2025, 15:51
საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ - საფრანგეთი ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს

საფრანგეთი ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს, - ამის შესახებ საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ წერს.
„მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილს კვლავ შევხდი. მაშინ, როდესაც საქართველოში თავისუფლებებზე თავდასხმები იზრდება, მე საფრანგეთის მხრიდან „ქართული ოცნების“ არალიბერალური მიმართულებით სვლა კიდევ ერთხელ დავგმე“, - წერს ბენჟამინ ჰადადი X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.