ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთიდან 58 არალეგალი ქართველი საქართველოში დააბრუნეს - 2024 წლიდან დეპორტაცია კიდევ უფრო გახშირდება

საფრანგეთში, არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის სააელჩო ავრცელებს.
2023 წელს, 965 არალეგალი ქართველი დაბრუნდა რეადმისიის ფარგლებში, 2300-ს კი უარი ეთქვა ბორტზე ასვლაზე საქართველოს აეროპორტიდან გასამგზავრებლად. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა არელეგალური მიგრაციის წინააღდეგ საბრძოლველად, 2019 წლიდან გაძლიერდა და გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო საფრანგეთმა, ჯერ კიდევ 2013 წელს შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. 2020-2021 წლებიდან კი განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, საფრანგეთის მთავრობისადმი თავშესაფრის მოთხოვნა. 2020-2021 წლებში, ეს რაოდენობა 103.4%-ით გაიზარდა, 2021-2022 წლებშ კი 114.3%-ით.

უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველო მეოთხე ადგილზეა თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით საფრანგეთში, ავღანეთის, ბანგლადეშისა და თურქეთის შემდეგ. 2023 წელს, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი შემცირდა, მაგრამ საქართველო კვლავ მეოთხე ადგილს იკავებს.

საფრანგეთი, საქართველოს ხელიუსლებასთან მჭიდრო კოორდინაციით გეგმავს, რომ 2024 წელს გაზარდოს დეპორტირებული ადამიანების რაოდენობა.
bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.