ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტის, ფაბრის ჰოუკინსის ცნობით, პსჟ-ს მეკარეს მატვეი საფონოვს ლუის ენრიკეს გუნდში დარჩენა სურს.
"მატვეიმ თქვა, რომ გუნდში დარჩენა სურს, არამგონია, რომ პსჟ-მ ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე 2 მეკარე გაასხვისოს", - ციტირებს ჰოუკინსის სიტყვებს Football 365.
შეგახსენებთ, პარიზულ კლუბს დიდი ალბათობით, ჯანლუიჯი დონარუმა დატოვებს, პსჟ-მ კი მის შემცვლელად "ლილიდან", 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ლუკას შევალიე დაიმატა, რომელიც გუნდის პირველი მეკარე იქნება, მეორე ნომერი კი კვლავ მატვეი საფონოვი იქნება.
საფონოვის დამატებით რამდენიმე თურქული კლუბი ინტერესდებოდა, მაგრამ რუსმა ყველა მათგანი უარით გაისტუმრა.
საბო: შევალიე არავითარი მეკარე არ არის - ზაბარნი და საფონოვი ერთად როგორ იქნებიან
საფონოვმა პსჟ-ის დატოვებაზე უარი განაცხადა - რეალურად რა ხდება პსჟ-ისა და დონარუმას შორის
რა რეაქცია ჰქონდა "გალათასარაის" პრეზიდენტს, როცა საფონოვის დამატება შესთავაზეს?
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა, რა შემთხვევაში შეეძლებათ ზაბარნისა და საფონოვს თანაგუნდელობა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.