საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სათამაშო ბიზნესსა და თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას.
კანონპროექტით ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესისა და თამბაქოს ინდუსტრიის სფეროში ცალკეული საკითხების ახლებურად მოწესრიგებას.
ცვლილების თანახმად, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობის ან/და სისტემურ ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული შემოსავალი/მოგება დაიბეგრება 20 პროცენტით, ნაცვლად დღეს მოქმედი 15 პროცენტისა, ხოლო აღნიშნული პირების მიერ გადახდილი დივიდენდები აღარ დაიბეგრება.
რაც შეეხება თამბაქოს ინდუსტრიას, კანონპროექტით თამბაქოს ცალკეულ პროდუქტზე აქციზის განაკვეთი 15/20 თეთრით იზრდება.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი კირცხალია, , რამინა ბერაძე და ირაკლი ხელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”