საფეხბურთო კლუბ “თელავს” რუსი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

საფეხბურთო კლუბ “თელავს” რუსი მთავარი მწვრთნელი ეყოლება – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერია.

“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ “თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ჩვენს გუნდს 50 წლის რუსი სპეციალისტი ოლეგ ვასილენკო გაწვრთნის

ოლეგ ვასილენკო: “გამარჯობა (ქართულად). მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში, ვიმედოვნებ, რომ ქართულს აქეთ მალე მასწავლით. გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, “თელავის” შესახებ მართლაც ბევრი ვიცი და მჯერა, ერთობლივი, მუხლჩაუხრელი მუშაობით ბევრ მივაღწევთ და უფრო მეტად განვვითარდებით. ბიჭებო, დავიხარჯოთ მაქსიმალურად, ვიმუშაოთ საერთო საქმისთვის, წარმატებისთვის. ზოგადად, ბევრმა შეიძლება საქართველოში ვერ გამიგოს და მერწმუნეთ, კრიტიკისთვისაც მზად ვარ, თუმცა მე საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ჩემი დიდი ხნის ნატვრაც ავიხდინე. ვიმეორებ, მე აქ ჩამოვედი წარმატების მისაღწევად და  გულით მინდა, საფეხბურთო კლუბი “თელავი” ევროპაზე გავიყვანო და ევროთასებზე ვითამაშოთ”

ოლეგ ვასილენკო დაიბადა 1973 წლის 6 ოქტომბერს სტავროპოლში (რუსეთი) – ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის ყოფილ თანაშემწეს მართლაც, რომ მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, ბოლოს ვლადიკავკაზის “ალანიას” თავკაცი გახლდათ, იქამდე კი სხვადასხვა დროს კურსკის “ავანგარდის”, სარანსკის “მორდოვიას” და ვორონეჟის “ფაკელის” მთავარი მწვრთნელი გახლდათ

ოლეგ ვასილენკომ მწვრთნელობა 1996 წელს, მშობლიურ “სტავროპოლში” დაიწყო, მერე ცსკას აკადემიის ახალგაზრდული სექტორი ებარა, იქიდან კი მიეწყო “ჟემჩუჟინა”, “სატურნი”, ბელარუსის მინსკის” დინამო”, “კრასნოდარი”, “ანჟი”, “ურალი”, “სოჩი”, ლატვიის “რფს რიგა”, ლიეტუვას “ტრაკაი”, კალინინგრადის “ბალტიკა” და ამ კლუბებში უმეტესწილად მთავარ მწვრთნელად იდგა, გუუს ჰიდინკის თანაშემწედ კი მახაჩყალის “ანჟიში” 2012/2013 წლების სეზონში მუშაობდა და თვით ლეგენდარულ ბრაზილიელ რობერტო კარლოსს ავარჯიშებდა

ფეხბედნიერი იყოს ბატონო ოლეგ თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები “თელავთან” ერთად!”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის