საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ „ოპენჰაიმერმა“ მიიღო – ფილმმა 7 „ოსკარი“ მოიპოვა

„ოსკარის” 96-ე ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმად „ოპენჰაიმერი“ დასახელდა.
„ოპენჰაიმერმა“, რომელიც 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, შვიდი „ოსკარი“ მოიპოვა. კერძოდ, საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, მსახიობის, მეორეხარისხოვანი როლის, კინომუსიკის, მონტაჟის და კინემატოგრაფიის ნომინაციებში გაიმარჯვა.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარი“ „ოპენჰაიმერის“ რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა მიიღო.
ქალის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ემა სტოუნს გადაეცა ფილმისთვის „საბრალონი“ (Poor Things), საუკეთესო მამაკაც მსახიობად კი კილიან მერფი დასახელდა ფილმ „ოპენჰაიმერში“ შესრულებული როლისთვის.
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ და’ვაინ ჯოი რენდოლფს გადაეცა, ფილმისთვის The Holdovers. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში კი რობერტ დაუნი უმცროსმა გაიმარჯვა ფილმისთვის, „საბრალონი“.
გასული წლის ყველაზე შემოსავლიანმა ფილმმა – „ბარბი“ „ოსკარი“ საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის მიიღო, საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ჯილდო „შემოდგომის ანატომიას“ გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად უკრაინული ფილმი – „20 დღე მარიუპოლში“ – დასახელდა.
„ოსკარის“ რიგით 96-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს