საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ „ანორამ“ მიიღო

„ოსკარის” 97-ე ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმად „ანორა“ დასახელდა.
ფილმმა ხუთი „ოსკარი“ მოიპოვა : საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, სცენარის, მონტაჟის, ასევე ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის „ოსკარი“ მაიკი მედისონისთვის.
ამასთან, სამი „ოსკარი“ მიიღო ფილმმა „ბრუტალისტი“ : მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელ ედრიენ ბროუდისთვის, საუკეთესო ოპერატურისთვის და საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის.
ამერიკული კინოაკადემიის 97-ე დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდის Dolby Theatre-ში გაიმართა. მას ცნობილი ამერიკელი თოქ-შოუს წამყვანი კონან ო’ბრაიენი უძღვებოდა.
ipn.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.