ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინამ არაფერი იცოდა, ასეთი მოლაპარაკებებით მიღწეულ შეთანხმებებს არ ვაღიარებთ – ზელენსკი

საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინამ არაფერი იცოდა, ასეთი მოლაპარაკებებით მიღწეულ შეთანხმებებს არ ვაღიარებთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ვიზიტი საუდის არაბეთში, კავშირში არაა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებთან, რომელიც სამშაბათს იგეგმება. მისივე თქმით, უკრაინისთვის ამ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იყო ცნობილი:
„უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინას კი სჯერა, რომ უკრაინის გარეშე მოლაპარაკებები უკრაინის შესახებ შედეგს არ გამოიღებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ კიევი არ აღიარებს ასეთი მოლაპარაკებების დროს მიღწეულ შეთანხმებებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.