ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა

საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა

საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ერ-რიადში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებები ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრამ „საკმაოდ კარგად“ ჩაიარა.
„ძალიან სერიოზული საუბარი იყო ყველა იმ საკითხზე, რომლის წამოჭრაც გვინდოდა. შევთანხმდით, რომ ერთმანეთის ინტერესებს გავითვალისწინებთ. ამასთან, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს გავაძლიერებთ, რადგან ამით მოსკოვიც და ვაშინგტონიც დაინტერესებულები არიან“, - განაცხადა უშაკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.