საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენის გზებს განიხილავენ.
ერ-რიადში მიმდინარე მოლაპარაკებებში აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მონაწილეობენ, ხოლო რუსეთის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი წარმოადგენენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.