ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საუდის არაბეთში ავიაბაზაზე ირანის იერიშის შედეგად აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავი განადგურდა

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოWall Street Journal-ის ინფორმაციისა და სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით, საუდის არაბეთში მდებარე ავიაბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვანი ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი მძიმედ დაზიანდა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, რომლებშიც განადგურებული თვითმფრინავი ჩანს.
პრინც სულთანის ავიაბაზაზე მიტანილმა იერიშმა E-3 Sentry ტიპის საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის (AWACS) თვითმფრინავი დააზიანა, რომელიც ასობით კილომეტრის მანძილზე თვითმფრინავებისა და რაკეტების დასაფიქსირებლად მაღალტექნოლოგიურ რადარს იყენებს.
ირანმა იერიშში, სულ მცირე, ერთი ბალისტიკური რაკეტა და რამდენიმე დრონი გამოიყენა.
არსებული ინფორმაციით, საუდის არაბეთში ავიაბაზაზე თავდასხმამდე აშშ-ს მხოლოდ 16 მოქმედი E-3 Sentry ტიპის თვითმფრინავი ჰყავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.