ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საუდის არაბეთი 142 მილიარდი დოლარის ამერიკულ იარაღს შეიძენს

საუდის არაბეთი 142 მილიარდი დოლარის ამერიკულ იარაღს შეიძენს

საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტისას გადაწყდა, რომ საუდის არაბეთი შეერთებულ შტატებში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება განამტკიცებს აშშ-ის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სამხედრო მრეწველობას და ლიდერობას თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში.
გარდა ამისა, საუდის არაბეთი შეერთებული შტატებისგან შეიძენს 142 მილიარდი დოლარის იარაღს და სამხედრო ტექნიკას. თეთრი სახლის თანახმად, ისტორიაში უმსხვილესი შეთანხმებით, საუდის არაბეთი მიიღებს ყველაზე თანამედროვე საბრძოლო ტექნიკას და მომსახურებას ათზე მეტი ამერიკული კომპანიისგან.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში 13 მაისს ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა ტახტის მემკვიდრე პრინცთან, მოჰამედ ბინ სალმანთან.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.