პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საუდის არაბეთი მარტში ნავთობის გარკვეული ტიპების ფასებს დააკორექტირებს

2024 წლის მარტში საუდის არაბეთი აზიის ქვეყნებისთვის და შეერთებული შტატებისთვის ნავთობის გარკვეული ტიპების ფასებს დააკორექტირებს.
აზიაში მიწოდებული ძირითადი ტიპის - Arab Light-ის ღირებულება უცვლელი დარჩება, Arab Extra Light-ის ფასი ბარელზე $0,05-ით შემცირდება, Arab Medium -ის ფასი კი ბარელზე $0,2 ნაკლები იქნება, იტყობინება სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco.
Arab Light აზიელი მყიდველებისთვის კვლავ 1,5%-ით მეტი ეღირება ომანისა და დუბაის ნავთობის კალათაზე - ეს არის მინიმალური ფასი 2021 წლის ნოემბრის შემდეგ.
Saudi Aramco შეამცირებს Arab Extra Light და Arab Light კლასების ფასებს შეერთებული შტატებისთვის, შესაბამისად, $0.2 და $0.3-ით ბარელზე, და უცვლელად შეინარჩუნებს ჩრდილო-დასავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის მიწოდებულ ნავთობის ღირებულებას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.