არქივი10 დეკემბერი 2023, 07:57
საუდის არაბეთის პრინცი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
საუდის არაბეთის პრინცი თალალ ბინ აბდელ აზიზ ბინ ბანდარ ალ საუდი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პრინცი, რომელიც საუდის არაბეთის სამეფო საჰაერო ჯარების პოლკოვნიკ-ლეიტენანტი იყო, 7 დეკემბერს, აღმოსავლეთ პროვინციაში, F-15 მოდელის ავიაგამანადგურებლის საწვრთნელი ფრენის დროს დაიღუპა.
62 წლის პრინცი სამეფოს დამაარსებლის, აბდელ აზიზ იბნ საუდის შვილიშვილი იყო.
2004-2012 წლებში პრინცი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.