ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საუდის არაბეთის პირველი ყველაზე მდიდრული მატარებელი მგზავრებს 2026 წელს მიიღებს - CNN

საუდის არაბეთის პირველი ყველაზე მდიდრული მატარებელი მგზავრებს 2026 წელს მიიღებს - CNN

«Dream of the Desert» - საუდის არაბეთის პირველი ყველაზე მდიდრული მატარებელი იქნება, რომელიც „ოქროსავით იბრწყინებს“, - წერს CNN-ი და აღნიშნავს, რომ პირველი მგზავრების მიღება უკვე მომავალი წლის შემოდგომიდან დაიწყება.
„უდაბნოს ოცნება“ 14 ვაგონისგან შედგება და ის გახდება პირველი ხუთვარსკვლავიანი, მდიდრული მატარებელი რეგიონში. ეს Saudi Arabia Railways (SAR) და Arsenale S.p.A. ერთობლივი პროექტია, რომლის იდეაც საუდის არაბეთის კულტურისა და სიმდიდრის გადმოცემაში მდგომარეობს.
მარშრუტი ერ-რიადიდან საუდის რკინიგზის კომპანიის ჩრდილოეთ სარკინიგზო ქსელზე გავა. კრუიზის დროს მდიდრულ მატარებელში მგზავრებს 1300 კილომეტრის გავლა მოუწევთ. მატარებელი ქალაქ ჰაილში გაჩერდება, რომელიც საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.