სატაცურის ექსპორტი და იმპორტი თითქმის განახევრდა
სატაცურის ექსპორტი და იმპორტი თითქმის განახევრდა
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს სატაცურის ექსპორტი 55%-ითაა შემცირებული. გასულ წელს $47 000-ის 8 ტონამდე სატაცური გავიდა ექსპორტზე, 2022-ში $116 000-ის 18 ტონამდე სატაცური, თუმცა ტონაზე საშუალო ფასი 8%-ითაა გაზრდილი.
2023 წელს ქართული სატაცური შემდეგ ქვეყნებში გავიდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროებში გავიდა $21 600-ის სატაცური,
რუსეთში - $16 500-ის,
სომხეთში $9 000-მდე.
2022 წლის მონაცემები ასეთია.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს რუსეთში $57 000-ის სატაცური გავიდა
საამიროებში - $33 000,
ქუვეითში - $14 000,
სომხეთში - $12 000.
რაც შეეხება სატაცურის იმპორტს, გასულ 2023 წელს, $26 000-ის 3.1 ტონა სატაცური შემოვიდა, 2022-ში - $46 000-ის 5 ტონა და 2021-ში - 17 000-მდე 1.7 ტონა. წინა წელთან შედარებით შემცირებულია, როგორც იმპორტი (40$-მდე), ასევე ფასი (6%-მდეა).
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2023 წელს $21 000-მდე სატაცური შემოვიდა ნიდერლანდებიდან, ასევე ტაილანდიდან ($3 000), არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთიდან. 2022-შიც მთავარი იმპორტიორი ნიდერლანდები იყო, საიდანაც 45 000$-ის სატაცური შემოვიდა. მეორე იმპორტიორი ქვეყანა საფრანგეთია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.