სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 32-ე სკოლიდან კლინიკაში გადაყვანილი მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განმარტავენ, რომ 32-ე სკოლიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტში განუცხადეს, არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ არის “მძიმე და სერიოზული”.
რამდენი პირი გადაიყვანეს ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების გამო სკოლიდან სამედიცინო დაწესებულებაში, სასწრაფო დახმარების სამსახურში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ.
ცნობისთვის, თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
განათლების სამინისტროს განმარტებით, მათი მხრიდან ყველა შესაბამისი რეაგირება ჩატარდა.
ამ დროისთვის სკოლის დირექტორისა და თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან