ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,სასწრაფო ამბავი!“ – რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

,,სასწრაფო ამბავი!“ – რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,სასწრაფო ამბავი!
სერბეთის ავტორიტარულმა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა გამოაცხადა, რომ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, მას შემდეგ რაც 1 წელი გრძელდებოდა საპროტესტო აქციები.
მიუხედავად პოლიციასთან მრავალი შეტაკებისა, ხალხმა არ აიღო პროტესტზე ხელი და მიაღწია მიზანს.
გახსოვდეთ 2003 წლის ვარდების რევოლუცია შთაგონებული იყო სერბეთის რევოლუციით.
მე წინასწარ ჩავედი ბელგრადში და შევხვდი “ოტბორის” წევრებს, დეტალურად შევისწავლე მათი გამოცდილება.
სერბეთმა გვაჩვენა, რომ ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პროტესტის შენარჩუნება და გაფართოება.
ის რომ ივანიშვილი გაფაციცებით ცდილობს პროტესტანტების დაშინებას, ამტკიცებს, რომ ეს პროტესტი რეჟიმისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.