ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, სასწორზე დავდე საკუთარ სამშობლოში კეთილდღეობაც, უსაყვარლესი საქმის კეთების შესაძლებლობაც და სიმშვიდეც…” – ნიკოლოზ რაჭველი

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს:
,,შეიძლება მეტისმეტად ამპარტავნად ჟღერს, მაგრამ მომიტევეთ, რომ ვამაყობ ჩემი პოზიციით და შეხედულებებით… სასწორზე დავდე საკუთარ სამშობლოში კეთილდღეობაც, უსაყვარლესი საქმის კეთების შესაძლებლობაც და სიმშვიდეც…
მაგრამ ოდესმე, ასაკში მყოფს, მინდა რომ ჩემს ბიოგრაფიას არ ახლდეს კონფორმიზმის ანარეკლი…
მაქვს დაშვებული შეცდომებიც, რომელსაც გულწრფელად ვნანობ, მაგრამ ჩემი უძვირფასესი სამშობლოსთვის ყოველთვის მინდოდა და ახლაც მინდა უკეთესი! მიყვარს ჩვენი საქართველო❤️
პატივისცემით, თქვენი “ეგრეთწოდებული” ნიკოლოზ რაჭველი (ასეთი ზედსართავით შემამკო საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა!) 🙂
P.S. ხვალ ნინო ქათამაძესთან და ინსაითთან ერთად ომის დაწყებიდან უკვე მეცამეტედ უკრაინაში მივემგზავრები, მათშორის მესამედ მათი შესანიშნავი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასაკრავად და სადირიჟოროდ!!!!!!🇬🇪🇺🇦”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.