ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სასწაულია, ჯერ რომ არავინ მოკლეს“ — მაკკეინის ინსტიტუტი დემონსტრანტებზე ძალადობაზე

„სასწაულია, ჯერ რომ არავინ მოკლეს“ — მაკკეინის ინსტიტუტი დემონსტრანტებზე ძალადობაზე

ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის განცხადებით, მათი მისია, რომელიც 9-13 დეკემბერს საქართველოში იმყოფებოდა, შეშფოთებულია სახელმწიფოს მიერ ძალადობის გამოყენებით აქციების მონაწილეების მიმართ.
„მისია შეშფოთებულია ძალადობის მასშტაბითა და სისასტიკით აქციების მონაწილეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს. სასწაულია, ჯერ რომ არავინ მოკლეს, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება. თუ მკვლელობა მოხდება მთავრობის “ტიტუშკების” მიერ, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური შეიძლება გახდეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ინსტიტუტი მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი და მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.