სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილმა დროებითმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა

სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილმა დროებითმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა.
პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იყო, სადაც კომისიის თავმჯდომარედ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი – შოთა ბერეკაშვილი, ხოლო მის მოადგილედ “ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი აირჩიეს.
როგორც ბერეკაშვილმა განაცხადა, დროებითი კომისია მომავალი კვირიდან სამუშაო რეჟიმში გადავა. მისი თქმით, კომისია აღნიშნული სექტორს სრულყოფილად შეისწავლის, პარლამენტში მათ წარმომადგენლებს მოიწვევს და განიხილავს, თუ რა გამოწვევებია და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ, რაც ბერეკაშვილის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ფასებზე აისახება.
“კომისიის ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. წინ კონსტრუქციული და საინტერესო სამუშაო გველის“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა
სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი კომისია 14 წევრისგან შემდგება. კომისიაში ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ არიან: – შოთა ბერეკაშვილი, ნინო წილოსანი, მაია ბითაძე, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ზაზა ლომინაძე და გელა სამხარაული.
კომისიაში სამი წევრით იმუშავებს ფრაქცია “საქართველოსთვის“. აღნიშნული ფრაქციიდან დროებითი კომისიის წევრები არიან: – გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე და ქეთევან ბაკარაძე.
სამი წევრი ეყოლება პოლიტიკურ ჯგუფს “ხალხის ძალა“ – გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და ეკა სეფაშვილი. დროებით კომისიაში “ევროპელი სოციალისტებიდან“ ილია ინჯია შევიდა.
დროებით საპარლამენტო კომისია სამი თვის განმავლობაში იფუნქციონირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს