პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სასუოლო“ მზადაა, საბა გოგლიჩიძის სანაცვლოდ თავდამსხმელი დათმოს – Lanazione

„სასუოლო“ მზადაა, საბა გოგლიჩიძის სანაცვლოდ თავდამსხმელი დათმოს – Lanazione

საბა გოგლიჩიძით „უდინეზეს“ შემდეგ „სასუოლოც“ დაინტერესდა და მზადაა, ქართველი მცველის სანაცვლოდ „ემპოლის“ თავისი თავდამსხმელი დაუთმოს – ინფორმაციას Lanazione ავრცელებს.
საბა გოგლიჩიძე სხვადასხვა კლუბის სამიზნეა
„კვანძი ჯერ კიდევ გასახსნელია – 2004 წელს დაბადებული ქართველი ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე სერია A-ს რამდენიმე გუნდის დიდ ინტერესს იწვევს.
მას „უდინეზე“ აკვირდება, მაგრამ დაინტერესებულთა რიგს „სასუოლოც“ შეუერთდა, რომელსაც შეუძლია, ქართველი მცველის საფასურად რიკარდო სიერვო დათმოს.
მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მეტს კი უახლოეს დღეებში გავიგებთ“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.