ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასტუმრო სექტემბრამდე 90%-ით დაჯავშნილია - "ანაკლია"

სასტუმრო სექტემბრამდე 90%-ით დაჯავშნილია - "ანაკლია"

კურორტ ანაკლიაში მდებარე სასტუმრო „ანაკლიას“ დირექტორი, იოსებ თოდუა ამბობს, რომ სასტუმრო 90%-ით უკვე დაჯავშნილია. BM.GE-სთან მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საუბრისას, თოდუამ აღნიშნა, რომ სასტუმროს ძირითადი სტუმრები ადგილობრივი მოსახლეობაა, როგორც გასულ წელს იყო.
„ჩვენი ნომრები საოჯახო სეგმენტზეა გათვლილი. ფასები იგივე დავტოვეთ, როგორც გასულ წელს იყო. კერძოდ, 260 ლარია ორი ადამიანი საუზმით და ვახშმით და 7 წლამდე ბავშვი უფასოა. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა“, - აღნიშნა იოსებ თოდუამ.
რაც შეეხება გამოწვევებს, სასტუმრო „ანაკლიას“ დირექტორი ამბობს, რომ გამოწვევებიც იგივეა, რაც აქამდე იყო და არაფერი არ გაკეთებულა.
„საუბარია ინფრასტრუქტურაზე. გზა ასე თუ ისე არის ჩვენამდე მოსასვლელი, ინფრასტრუქტურაში ვგულისხმობ ბულვარში გასართობებს, რესტორნებს...“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ბულვარი უკვე დასუფთავებულია.
ცნობისთვის, ანაკლიაში, სასტუმრო „ანაკლია“ 15 წელია ოპერირებს. ის 42 ნომერს აერთიანებს.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.