სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება

სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
სხდომაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დამტკიცდება.
14:00 საათზე კი „ქართული ოცნების“ რიგით მე-8 ყრილობა გაიმართება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ოფიციალურად დაასახელებენ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განიხილება, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)