ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასტუმრო „კოპალაში“ მიხეილ სააკაშვილის წიგნის „ძალის გამოღვიძება“ პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „კოპალაში“ მიხეილ სააკაშვილის წიგნის „ძალის გამოღვიძება“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში, სასტუმრო „კოპალაში“, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის „ძალის გამოღვიძება“ პრეზენტაცია გაიმართა.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პრეზენტაცია დასავლური ვექტორის [ორგანიზაციების] ორგანიზებით გაიმართა, ხაზი გაესვა, რომ წარმოდგენილი განახლებული გამოცემა უფრო სრულყოფილად აღწერს იმ მდგომარეობას, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა ავტორის მიერ წიგნში აღწერილ პერიოდში.
პრეზენტაციის შემდეგ წიგნთან დაკავშირებით ისაუბრა მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ.
„გამოვიდა მიხეილ სააკაშვილის წიგნი. ვატარებთ პრეზენტაციას სხვადასხვა ქალაქში და ამჯერად, აქ მოვიდნენ ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებიც დაინტერესდნენ ამ წიგნით. იყო ძალიან საინტერესო გამოსვლები, რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
„კოპალაში“ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ასევე მიხეილ ანთაძე, ქეთი ქურდოვანიძე, გია ბუღაძე და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.