არქივი3 იანვარი, 2025, 16:08
სასტუმრო „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელი: დეკემბერში ჯავშნების 80% გაუქმდა, ასევე გაუქმდა თებერვალიც

"ახლა საახალწლო დღეებია და ასე თუ ისე არის ხალხი, მაგრამ 5-დან იცლება გუდაური. დეკემბერში ჯავშნების 80% გაუქმდა, ასევე გაუქმდა თებერვალიც. ჯავშნების დიდი ნაწილი გააუქმეს ევროპელებმა, რომლებსაც, როდესაც ვკითხეთ, პირდაპირ გვიპასუხეს, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა. კონკრეტულად საუბარი მაქვს ჩეხებზე და ესტონელებზე...“ - განაცხადა სასტუმრო „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.