პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასტიკი მოპყრობა ცხოველზე | თბილისში გადმოყვანილი ძაღლი კლინიკაში რჩევა

უპატრონო ძაღლზე ძალადობის შემზარავი ისტორია. ბაღდათში - სავარაუდოდ მოზარდების მიერ ბლაგვი საგნით ნაცემი ძაღლი რთული ოპერაციის შემდეგ ჯერ კიდევ კლინიკაშია. მედიკოსები მეორე დღეა ცხოველის გადარჩენას ცდილობენ. ამ ისტორიის გახმაურების შემდეგ გავრცელდა მცდარი ინფორმაცია თითქოსდა ძაღლს პირში პიროტექნიკა აუფეთქდა - რაც მოგვიანებით არ დადასტურდა. ცხოველს მრავლობითი დაზიანებები აქვს, რაც ძირითადად მოტეხილობებით გამოიხატება. ცხოველთა უფლებების დამცველები მოძალადეების გამოვლენას და კანონმდებლობის გამკაცრებას მოითხოვენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.